20:51 20 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7754
  • 100 RUB4.3879
  • USD3.1681
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
უამინდობა საქართველოში (325)
66 0 0

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მაღალმთიანი აჭარის ცალკეულ რაიონებში გზის გაწმენდითი სამუშაოები დილიდან ხორციელდება.

თბილისი, 24 მარტი – Sputnik. ძლიერი წვიმის შედეგად ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში მეწყრული პროცესები განვითარდა და საავტომობილო გზებზე მიწის მასა ჩამოწვა, ნათქვამია აჭარია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის, მეწყრული პროცესების მოცულობიდან გამომდინარე, ავტოტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეზღუდულია ხულოს მუნიციპალიტეტში დიდაჭარა–საციხური–გელაურას, შუახევის მუნიციპალიტეტში ცხემლისი–დარგულასა და ჭვანა–ცივაძეები–ქარცივაძეების, ქედის მუნიციპალიტეტში მერისი–სიხალიძეების საავტომობილო გზებზე.

ადგილობრივები ამჟამად შემოვლითი გზებით სარგებლობენ. უწყების ცნობით, საავტომობილო მოძრაობა ძირითად მიმართულებებზე დღის ბოლომდე აღდგება.

სტიქიის ზონებში 35 ერთეული სპეცტექნიკა მუშაობს. მეწყრების შედეგად არავინ დაშავებულა.

საქართველოში ამინდი საგრძნობლად გაუარესდა. გადაუღებელი წვიმების შედეგად მეწყერი ჩამოწვა ასევე გუდამაყრის ხეობასა და ცაგერის მუნიციპალიტეტშიც.

თემები:
უამინდობა საქართველოში (325)

მთავარი თემები