საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა

© photo: Sputnik / Vitaly Belousov / გადასვლა მედიაბანკშიკომპიუტერული სერვერი
კომპიუტერული სერვერი - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე დროებით შეზღუდულია პლენარული სხდომებისა და სხვა ღონისძიებების პირდაპირი ტრანსლაცია.

თბილისი, 16 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე სამშაბათს კიბერთავდასხმა განხორციელდა, ნათქვამია ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში.

ამ დროისთვის www.parliament.ge დომეინზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები.

„ვებ-გვერდზე დროებით შეიზღუდება პარლამენტის პლენარული სხდომებისა და სხვა ღონისძიებების პირდაპირი ტრანსლაციები", – აღნიშნულია შეტყობინებაში.

პრობლემის აღმოფხვრამდე პირდაპირი ტრანსლაციების ნახვა შესაძლებელია სოციალურ მედიაში, საქართველოს პარლამეტის ოფიციალურ გვერდებზე.

„ქართული ოცნებისა“ და სამთავრობო სტრუქტურების ვებ-გვერდებზე კიბერშეტევა განხორციელდა>>

ეს უკვე მეორე კიბერშეტევაა საქართველოს სახელმწიფო უწყების გვერდზე. თებერვლის ბოლოს ჰაკერებმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდებს შეუტიეს. მაშინ ძალოვანმა სტრუქტურებმა განაცხადეს, რომ შეტევები ერთდროულად რამდენიმე ქვეყნიდან ხორციელდებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0