გორში „ნაცმოძრაობის“ ოფისში მინები ჩაამსხვრიეს - ორი პირი დაკავებულია

© photo: Sputnikპოლიცია გორში
პოლიცია გორში - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
გამოწერა
„ნაციონალური მოძრაობის“ გორის ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, მათ ოფისს რამდენიმე ახალგაზრდა დაესხა თავს. ორი პირი დაკავებულია.

თბილისი, 2 მარტი – Sputnik. გორში ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინები ქვებით ჩაამსხვრიეს.

თვითმხილველების თქმით, ოფისზე თავდასხმა რამდენიმე ადამიანმა განახორციელა. 

„ეს ჯგუფური თავდასხმაა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე. მინები ქვებითაა ჩამსხვრეული. მომხდარში პასუხისმგებლობას ხელისუფლებას ვაკისრებთ. არ გამოვრიცხავთ იმას, რომ გიორგი ხოჯევანიშვილის (მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატი - რედ.) პირდაპირი დავალებით მოქმედებდნენ ეს ადამიანები, რადგან რაც ის შევიდა ერთპარტიული, გაყალბებული ხმებით მოსულ პარლამენტში, ჩვენ გორის ოფისმა არაერთხელ ვაჩვენეთ საზოგადოებას მისი საქმეები“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ გორის რაიონული ორგანიზაციის წევრმა, ვასილისა ჯალაბაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია. 26.02.2021 - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2021
ოპოზიცია პარლამენტთან მშვიდობიან პროტესტს აანონსებს

ვასილისა ჯალაბაძის თქმით, ოპოზიციური პარტიის წევრებს აქვთ განცდა, რომ  მათ ოფისზე თავდასხმა არის „ქართული ოცნების“ მიერ წახალისებული, შესაბამისად, მომხდარზე პასუხისმგებელია მთავრობა, რომელიც ახალისებს ძალადობას.

თავდასხმის მომენტში ოფისში არავინ არ იყო. ასევე უცნობია, შეაღწიეს თუ არა თავდამსხმელებმა ოფისში და მიყენებული ზარალის ოდენობა.

ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ. მათ მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე ორი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0