00:46 12 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (2126)
1392 0 0

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულს ყველა სახის სამედიცინო დახმარება და კვლევა დროულად ჩაუტარდა.

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. ქუთაისის №2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 35 წლის მსჯავრდებულმა თვითდაზიანებები მიიყენა, იუწყება „პირველი არხი“.

პატიმრის მეუღლის ნინო მეფარიშვილის ინფორმაციით, რომელიც ამავდროულად ბრალდებულის ადვოკატია, პატიმარს დაზიანებები მუცლის არეში და ხელებზე აქვს მიყენებული.

მეფარიშვილის განმარტებით, პატიმარმა დაზიანებები პროტესტის ნიშნად მიიყენა, რადგან მას ქვემო კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი აქვს, ხოლო ციხის ადმინისტრაციას ის საავადმყოფოში არ გადაჰყავს. 

აღნიშნულ ფაქტს სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ქუთაისის №2 საპატიმროში მოთავსებული ბრალდებულის მეუღლის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

უწყების განმარტებით, ბრალდებულს, საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამისი სამედიცინო მომსახურება მიეწოდება.

„პატიმარს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში 21 სექტემბერს ჩაუტარდა ანგიოლოგის კონსულტაცია და დოპლეროგრაფია  და დაესვა დიაგნოზი: ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზი, პოსტფლებიტური სინდრომი. სისხლძარღვების დუპლექს-სკანირების დასკვნით ორივე ქვედა კიდურის ვენური სისტემის მხრივ არსებითი მნიშვნელობის პათოლოგია არ ვლინდება, დაენიშნა კონსერვატიული მკურნალობა და ანგიოლოგის მეთვალყურეობა“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყებაში ადასტურებენ, რომ ბრალდებულმა დაზიანებები მკლავებსა და მუცლის ზედაპირზე 5 თებერვალს მიიყენა, რის გამოც მას ადგილზევე გაეწია სამედიცინო მომსახურება. დაზიანებების ხარისხიდან გამომდინარე, მისი კლინიკაში გადაყვანის და ქირურგიული ჩარევის საჭიროება არ დამდგარა.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (2126)

მთავარი თემები