თბილისის ცენტრალურ გაზსადენზე ავარიაა

© photo: courtesy of "Azerigaz" Production Unionსარემონტო სამუშაოები გაზსადენზე
სარემონტო სამუშაოები გაზსადენზე - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2021
გამოწერა
გაზმომარაგების უმოკლეს დროში აღსადგენად ამ დროისათვის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. გაზმომარაგება 27 თებერვლის 21:00 საათამდე სრულად აღდგება.

თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. თბილისის გაზმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალზე ავარიის გამო თემქის დასახლებასა და ავჭალის ნაწილს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა. იუწყება კომპანია  „თბილისი ენერჯი“. 

კომპანიის ცნობით, ადგილზე სრულადაა მობილიზებული „თბილისი ენერჯის“ სპეციალური ჯგუფები.

„გაზმომარაგების უმოკლეს დროში აღსადგენად ამ დროისათვის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოები დღეს, დღის ბოლომდე დასრულდება“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

გაზმომარაგება, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ხვალ, 27 თებერვალს, 21:00 საათამდე სრულად აღდგება.

„თბილისი ენერჯი" დედაქალაქს ბუნებრივი გაზით 8500 კილომეტრის საერთო სიგრძის საშუალო და დაბალი წნევის მიწისქვეშა და მიწისზედა გაზსადენების საშუალებით ამარაგებს.

ყველა ახალი ამბავი
0