12:41 15 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1177
  • 100 RUB4.5431
  • USD3.4432
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
681 0 0

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დაღუპულები ახალგაზრდა მამაკაცები არიან. ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა

თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. თბილისში, წერეთლის გამზირზე კომენდანტის საათის დროს მომხდარი ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, იუწყება „პირველი არხი“.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. ერთ ავტომობილში ორი ადამიანი იმყოფებოდა, მეორეში კი ერთი. სამივე ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მთავარი თემები