11:16 27 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0322
  • 100 RUB4.4633
  • USD3.3255
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
183 0 0

ქართველი სამართალდამცველების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე „უფლებამოსილების გადამეტების“ მუხლით აღიძრა

თბილისი, 20 თებერვალი - Sputnik. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს პოლიციის ქმედებებს საპროტესტო აქციაზე, რომელიც პარასკევს თბილისში პარლამენტთან გაიმართა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აქციაზე შეტაკებები სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც აქტივისტებმა პარლამენტის მთავარ შესასვლელთან რუსთაველის გამზირის მხრიდან კარვის დადგმა სცადეს. შედეგად დააკავეს 25 ადამიანი. მათი ნაწილი აცხადებს, რომ პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან, 2021 წლის 19 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის უკვე გამოკითხულია აქციაზე დაკავებული ერთ-ერთი პირი, რომელსაც სამედიცინო ექსპერტიზა დაენიშნა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხვის მიზნით დაბარებულები არიან სხვა დაკავებულები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირებიც.

სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიების მიუკერძოებლობის მაქსიმალური უზრუნველყოფის მიზნით თანამდებობრივი დანაშაულების გამოძიების უფლება მიიღო.

 

მთავარი თემები