ხანძარი ელიავას ბაზრობაზე: რა ხდება ამ წუთებში

© Sputnik / Vladimir Umikashviliხანძარი ელიავას ბაზრობაზე
ხანძარი ელიავას ბაზრობაზე - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2021
გამოწერა
ბოლო დღეებში ელიავას ბაზრობაზე უკვე მეორე ხანძარი დაფიქსირდა. გასულ კვირაში აქ გაჩენილ ხანძარს მეხანძრეების 12 ბრიგადა აქრობდა

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. ელიავას სამშენებლო მასალების ბაზრობაზე ხანძარია, იუწყება ტელეარხი Rustavi 2.

ხანძარი ელიავას ბაზრობაზე - „მწველი“ ფოტოები >>

მეხანძრეები - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2021
ზუგდიდში ხანძარს 37 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

ტელეარხის მონაცემებით, ხანძარი დაიწყო გუდაუთის ქუჩაზე ავტოსახელოსნოში, რომელიც რკინის ნაკეთობათა საამქროსთან ახლოს მდებარეობს.

ადგილზე ოთხი სახანძრო ბრიგადა მუშაობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ელიავას ბაზრობაზე ხანძარი რამდენიმე დღის წინაც მოხდა. გასულ კვირაში ბაზრობის ტერიტორიაზე სამშენებლო მასალების საწყობი აალდა. ხანძარს 12 სახანძრო ბრიგადა რამდენიმე საათის განმავლობაში ებრძოდა. ზარალის ოდენობა დღემდე უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0