19:36 05 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9977
  • 100 RUB4.4985
  • USD3.3190
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (2079)
140 0 0

უწყების განცხადებით, სამაშველო ჯგუფების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა წყლიდან ქალის უსაფრთხო ადგილზე გამოყვანა.

თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. მაშველებმა თბილისში მდინარე მტკვრიდან ქალი ამოიყვანეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, დიდუბის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მტკვარში მყოფ ქალს მაშველების დახმარება სჭირდებოდა.

სამაშველო ჯგუფებმა ქალი წყლიდან ამოიყვანეს. უწყების ცნობით, ის კონტაქტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის უცნობია.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (2079)

მთავარი თემები