18:22 06 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
110 0 0

შემოსავლების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი სასტიკად გაუსწორდა თავის სამ ყოფილ კოლეგას, მათ შორის ერთი ქალია.

თბილისი, 13 თებერვალი - Sputnik. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შენობასთან ჩხუბის ფაქტზე თბილისში 1988 წელს დაბადებული თ.ვ. დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს პროკურატურამ  შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიმართ განხორციელებული ძალადობის, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და მუქარის ფაქტზე თ.ვ.-ს ბრალდება უკვე წარუდგინა.

 

შემთხვევა გუშინ მოხდა. შემოსავლების სამსახურის თანამშრომელ ირაკლი ხურციძეს თავს მისი ყოფილი თანამშრომელი დაესხა და სახის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი ჩხუბის ამსახველი ფოტო კადრები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ვ.-მ მიმდინარე წლის 12 თებერვალს, სამსახურებრივი უთანხმოების გამო, თავის ყოფილ თანამშრომელ ქალს, 1994 წელს დაბადებულ ნ.ე.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ასევე, ბრალდებულმა ყოფილ თანამშრომლებს - 1984 წელს დაბადებულ ი.ხ.-სა და 1990 წელს დაბადებულ გ.კ.-ს სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

გამოძიება სსკ-ის 118-ე, 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, ძალადობას და მუქარას გულისხმობს, რაც ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აცხადებენ პროკურატურაში.

აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უწყების ყოფილი თანამშრომელი თავის ყოფილ კოლეგებს პირადი უთანხმოების გამო გაუსწორდა.

მთავარი თემები