ნარკოტიკი მარილის ტომრებში: პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

© photo: Sputnik / Stringerხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2021
გამოწერა
ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულ ირანის მოქალაქეს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის გამო 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. სამართალდამცველებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული მ.დ. დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც გამოძიებით დადგინდა, თბილისში მცხოვრები ირანის მოქალაქე ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდდა. პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულისგან 195 აბი ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა განახორციელა.

ასევე გამოძიებით დადგინდა, რომ მ.დ. გეგმავდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“ საქართველოში შემოტანას. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა დანაშაულის სისრულეში მოყვანის სავარაუდო მარშრუტი.

„თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე სატვირთო მისაბმელიანი ავტომანქანის ჩხრეკისას მ.დ-ს კუთვნილი ტვირთის - მარილის ტომრების შემოწმებისას სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 1.171 აბი ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ ამოიღეს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ამ ეტაპზე სხვა პირების დადგენის მიზნით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ცოლ-ქმარი დააკავეს>>

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0