უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerეჭვმიტანილის დაკავება
ეჭვმიტანილის დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოფილი მაღალჩინოსანი სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით ქრთამის სანაცვლოდ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში მიწის ნაკვეთის უკანონოდ რეგისტრაციას გეგმავდა.

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე ორი პირი დააკავეს, აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსია.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: კორუფციაში ჩართვას არავის „გავუტარებთ"

გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის იანვარში ბორჯომში მცხოვრები პირი დაუკავშირდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მაღალჩინოსანს და სთხოვა დახმარებოდა სოფელ ჭობისხევში მდებარე, საკომლო ჩანაწერით მის მფლობელობაში არსებული მიწის რეგისტრაციაში.

უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ტერიტორიის მფლობელს არ აკმაყოფილებდა მიწის ადგილმდებარეობა. მან ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელს შესთავაზა, რომ ნაკვეთის რეგისტრაცია ტურისტული თვალსაზრისით უფრო პერსპექტიულ ადგილზე მომხდარიყო, რის სანაცვლოდაც მერიის თანამშრომელი ნაკვეთის ნაწილს, ან შესაბამისი ღირებულების თანხას მიიღებდა.

ქრთამის აღების ფაქტზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს>>

მერიის მაღალჩინოსანი აღნიშნულ შეთავაზებას დათანხმდა და ნაკვეთის მფლობელს დაჰპირდა, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით უზრუნველყოფდა, სოფელ ჭობისხევის რწმუნებულს გაეცა მიწის ნაკვეთის იდენტურობის ყალბი ცნობა, რის საფუძველზეც 46 737 ლარის ღირებულების სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთი უკანონოდ დარეგისტრირდებოდა.

„საქმეზე გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ვერ მოახერხეს მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია და მხილებულ იქნენ მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებაში”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტითა და 339-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

ყველა ახალი ამბავი
0