16:28 26 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0680
  • 100 RUB4.5218
  • USD3.3265
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
77 0 0

დაცვის მხარე არ მოითხოვდა ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლებას, რადგან თანასოფლელების მხრიდან შურისძიების საფრთხეს ხედავს

თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლომ პანკისის ხეობაში სოფელ დუისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ხიზირა გაურგაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. თავის მხრივ, გაურგაშვილის ადვოკატი ლალი ჩოდრიშვილი არ დაეთანხმა პროკურატურის არგუმენტს, რომ დაკავებულის მხრიდან მიმალვის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობდა.

აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარესაც არ მოუთხოვია ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლება, რადგან არ გამორიცხავს თანასოფლელების მხრიდან შურისძიება.

სასამართლოზე სიტყვით ბრალდებულიც გამოვიდა.

„ვწუხვარ ამ საქმეზე, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა. ღმერთის წინაშე პასუხისგებაში ვარ ყველაფერში", - მოჰყავს ხიზირა გაურგაშვილის სიტყვები ტელეარხ „რუსთავი2“-ს.

დაკავებულს ბრალი წარედგინა „განზრახ მკვლელობის“ მუხლით. ჩხუბის დროს მან თავის მეზობელს ცივი იარაღით 12 ჭრილობა მიაყენა.

თავდამსხმელი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. მისი დაკავება რამდენიმე დღის შემდეგ მოხერხდა.

მთავარი თემები