04:33 26 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0680
  • 100 RUB4.5218
  • USD3.3265
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
70 0 0

როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, ომანში ჩარჩენილი ქართველი მეზღვაურები ნორმალურ პირობებში არიან და ხელფასსაც იღებენ

თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. ქართველი მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, ვინაიდან იმყოფებიან გემზე, რომელიც ომანში დგას გემთმფლობელსა და ტვირთმფლობელს შორის სასამართლო დავის გამო, აცხადებენ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს პრესსამსახურში.

უწყებას საქართველოში დაბრუნებაში დახმარების თხოვნით მეზღვაურებმა 19 იანვარს მიმართეს. სააგენტომ დაუყოვნებლივ ირეაგირა მათ მოწოდებაზე და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება დაწყო.

„ხომალდი ომანშია გაჩერებული კერძო სასამართლო დავის გამო ტვირთის მფლობელსა და გემთმფლობელს შორის. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საქმის მონაწილე ყველა მხარესთან — მეზღვაურებთან, გემთმფლობელთან და ტვირთის მფლობელთან და ომანში მის აგენტთან მუშაობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტოში ამბობენ, რომ სხვადასხვა წყაროს ცნობით, მეზღვაურები ნორმალურ პირობებში არიან და ხელფასსაც იღებენ. ამასთან უწყება არ აკონკრეტებს, რამდენი ქართველი მეზღვაურია ომანში.

პროცესში ჩართულია საქართველოს საელჩოც, რომელმაც უკვე მიმართა ომანის მხარეს ქართველი მეზღვაურების რეპატრიაციის თაობაზე.

სააგენტოს ცნობით, აუცილებელი პროცედურების გავლის შემდეგ, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს, მეზღვაურები უპრობლემოდ დაბრუნდებიან საქართველოში.  

 

მთავარი თემები