03:51 27 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0322
  • 100 RUB4.4633
  • USD3.3255
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (2073)
88 0 0

უწყების ცნობით, ამ დროისათვის მცირეწლოვნების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. მეხანძრე-მაშველებმა რუსთავში ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შემთხვევა რუსთავში, მე-7 მიკრორაიონში დღეს მოხდა.

უწყების ცნობით, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი შენიშნეს. ცეცხლი დაახლოებით 10 კვ/მ ფართობზე საყოფაცხოვრებო ნივთებს ეკიდა.

მეხანძრე-მაშველებმა ძლიერი დაკვამლიანების გამო, უსაფრთხოების მიზნით, მეზობელი ბინიდან ქალი და  მცირეწლოვანი ბავშვები გამოიყვანეს. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ამჟამად ლიკვიდირებულია.

ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი, ამ დროისათვის უცნობია.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (2073)

მთავარი თემები