კახეთში ახალგაზრდა ქალი მოკლეს

© Pixabay / 4711018დაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარი ფაქტის მოტივად ურთიერთშელაპარაკებას ასახელებენ. პოლიციამ ეჭვმიტანილი უკვე დააკავა.

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტში 28 წლის ქალი მოკლეს, კიდევ ერთი პირი კი დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

შემთხვევა სოფელ კისისხევში გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ახალგაზრდა ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, მამაკაცს კი დაზიანებები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

დაჭრილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული და უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. ექიმების განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 19-109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0