08:57 25 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0355
  • 100 RUB4.5065
  • USD3.3198
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1262)
86 0 0

დაკავებულს ბრალად ედება რიგი მძიმე დანაშაულები – იგი ინტერპოლის წითელი ცირკულარით გასული წლის ნოემბრიდან იძებნებოდა.

თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი რუსეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ძებნილი პირი საქართველოში 2020 წლის იანვრიდან იმყოფებოდა და ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

რუსეთის ფედერაციამ მამაკაცზე ძებნა ეროვნულ დონეზე 2020 წლის 19 აგვისტოდან გამოაცხადა, ხოლო 2020 წლის 9 ნოემბრიდან ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ მასზე საერთაშორისო ძებნა წითელი ცირკულარით გამოცხადდა.

დაკავებული რიგ დანაშაულებშია ბრალდებული – დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნა, ადამიანების გატაცება, ძალის გამოყენებით ან ძალის გამოყენების მუქარით პროსტიტუციის ორგანიზება, პროსტიტუციაში არასრულწლოვნების ჩართვა, ორგანიზებული დაჯგუფების მიერ არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება და ასევე საშუალო სიმძიმის სხეულის განზრახ დაზიანება.

დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1262)

მთავარი თემები