06:40 22 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0064
  • 100 RUB4.4826
  • USD3.3010
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (2033)
165 0 0

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ქალს დაეჯახა, პოლიციას თავად ჩაბარდა

თბილისი,  14 იანვარი – Sputnik. ასპინძაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება „რუსთავი 2“.

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა სოფელ ტოლოშის მიმდებარედ.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცი მართავდა, შუა ხნის ქალს დაეჯახა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ძროხის საძებნელად წასულ ქალს მანქანა ვერ შეუნიშნავს. სავარაუდოდ, მძღოლმაც გვიან დაინახა ქალი, დაამუხრუჭა, მაგრამ მანქანის გაჩერება ვერ შეძლო. დაშავებული ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის წესის დარღვევასგულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე.

 

თემები:
შემთხვევები საქართველოში (2033)

მთავარი თემები