პოლიციამ კახეთში უკანონო იარაღი ამოიღო

გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს სასჯელის სახით სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. პოლიციამ კახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვის ბრალდებით 42 წლის მამაკაცი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში დააკავეს.

დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო „კალაშნიკოვის“ სისტემის „აკ-74“ მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 30 საბრძოლო ვაზნა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0