13:39 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (2036)
53 0 0

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხანძარი ბობოქრობს. ცეცხლთან ბრძოლის სამუშაოებში 500 მეხანძრე–მაშველი მონაწილეობს

თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. ქვეყნის მასშტაბით ტყისა და მინდვრის ხანძარი 6 ლოკაციაზე ფიქსირდება, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სასახური.

სამსახურის ინფორმაციით, არსებული ექვსი კერიდან  სამი უკვე ლოკალიზებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქტიური კერების მონიტირინგს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა.

უწყების ცნობით, გასული ღამის განმავლობაში გაჩნდა ორი ახალი კერა – ერთი იმერეთში, ერთიც სამეგრელოში.

სამეგრელოში, სოფელ ბალდაში ცეცხლი იმ ფერდის სიახლოვეს გაჩნდა, სადაც მეხანძრე-მაშველებმა ორი დღის წინ ჩააქრეს ხანძარი.

„აღნიშნულ კერაზე ღამე მოხდა რეაგირება და ამ დრომდე მიმდინარებს სალოკალიზაციო სამუშაოები. ბალდას გარდა, ერთი კერაა დობერაზენში და ორი წალენჯიხაში, სოფელ სქურში. სქურში ორივე კერა ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები“, - აღნიშნულია უწყების მუერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღამის განმავლობაში ახალი კერა გაჩნდა იმერეთშიც, საჩხერეში, სოფელი ვაკისაში. იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი რკალზე. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა.

უწყების ცნობით, დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი და მშრალი ამინდია, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში.

ხანძარი ლოკალიზებულია შიდა ქართლში. კასპში, რკონის ხეობაში კერებთან მიყვანილია წყლის მაგისტრალები და მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები.

ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის მინდვრისა და ტყის ხანძრების ქრობაში ჩართულია 500 მეხანძრე-მაშველი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (2036)

მთავარი თემები