05:57 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
2342 0 0

ავტომობილების ადგილმდებარეობის დადგენისა და ნივთმტკიცებად ამოღების მიზნით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სამართალდამცველებმა 30 წლის მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ გასული წლის 25 ოქტომბერს ბრალდებულმა თანამზრახველთან ერთად სხვა პირის კუთვნილი Toyota Prius-ის მოდელის ავტომობილი თაღლითურად მიისაკუთრა, დაშალა და ნაწილები გაყიდა.

ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად პოლიციამ ერთ-ერთი დამნაშავე ადრე, 2020 წლის 20 ნოემბერს დააკავა, მეორე კი 2021 წლის 4 იანვარს.

სამართალდამცველებმა დაშლილი ავტომობილი თბილისში, ყვარლის ქუჩაზე იპოვეს და ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიებამ ასევე დადგინდა, რომ დაკავებულებს ანალოგიური თაღლითური სქემით მითვისებული აქვთ სხვა მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილებიც, რომელთაგან გამოძიების მიერ ნანახი და ამოღებულია 5 ავტომობილი.

გამოძიება სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მთავარი თემები