21:51 15 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0062
  • 100 RUB4.4937
  • USD3.2935
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
612 0 0

თბილისის გარეუბნის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ამ რაიონში გაზმომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს.

თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. ფონიჭალის მოსახლეობამ ხუთშაბათს, საღამოს გადაკეტა ცენტრალური ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, რომელიც თბილისსა რუსთავთან აკავშირებს, იუწყება ადგილიდან „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ უკვე სამი დღეა ფონიჭალას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. მათი ინფორმაციით, გაზის გარეშე ამ მომენტისთვის 1000-1200 ოჯახია დარჩენილი.

აქციის მონაწილეები გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლებთან შეხვედრას მოითხოვდნენ.

ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებული იყო რუსთავი–თბილისის მიმართულებით. ამან მძღოლების უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ქვეყანაში 21:00 საათის შემდეგ გადაადგილებაზე შეზღუდვა მოქმედებს. რამდენიმე მძღოლსა და აქციის მონაწილეს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.

ადგილზე გამოცხადდა პოლიცია, შედეგად – მოძრაობა აღდგა.

ავტომაგისტრალზე მოძრაობა ნახევარი საათის განმავლობაში იყო პარალიზებული.

მთავარი თემები