01:04 18 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
181 0 0

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 43 წლის მამაკაცს 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოში მამაკაცმა მეზობელი მაკრატლით დაჭრა, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი.

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 47 წლის დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ აბაშის საავადმყოფოში გადაიყვანა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

ჯერჯერობის უცნობია, თუ რა გახდა მეზობლებს შორის კონფლიქტის მიზეზი.

სამართალდამცველებმა 43 წლის ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. იგი ბრალს აღიარებს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - მაკრატელი.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ნიკა ლატარია

მთავარი თემები