18:12 20 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
110 0 0

ჩხუბის დროს 62 წლის ქალმა თავის 41 წლის ვაჟს ცივი იარაღით ჭრილობა მკერდის არეში მიაყენა, ის ადგილზე გარდაიცვალა

თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. ბორჯომის მკვიდრ ქალს, რომელიც საკუთარი ვაჟის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა, იუწყება უწყების პრესსამსახური.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 1 იანვრის ღამეს ჩხუბის დროს 62 წლის ქალმა თავის 41 წლის ვაჟს ცივი იარაღით ჭრილობა მკერდის არეში მიაყენა, ის ადგილზე გარდაიცვალა.

დაკავებულს ბრალი წარედგინა სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობა). პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ახალციხის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა.

მედიის მონაცემებით, ბრალდებული თომა პოსტნიკოვა თავის ვაჟთან ერთად ცხოვრობდა. მეზობლების განცხადებით, იგორ პოსტნიკოვს ალკოჰოლის გამო პრობლემები ჰქონდა, რის გამოც ოჯახში ხშირი იყო კონფლიქტები.

მთავარი თემები