11:08 27 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0032
  • 100 RUB4.3714
  • USD3.3011
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
129 0 0

შემთხვევის ადგილზე შსს-ს საგანგებო სიტუაციათა სამსახურის მეხანძრე-მაშველთა თორმეტი ჯგუფია მობილიზებული.

თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. გორში, წმინდა წყლის დასახლებაში ხანძარია, იუწყება პირველი არხი.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ტანსაცმლისა და ავეჯის ბაზრობაზე გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, თუმცა ცეცხლის ჩაქრობა ვერ ხერხდება. ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი კვადრატული მეტრის ფართობი მოიცვა ხანძარმა.

გორის მერის ინფორმაციით, ბაზრობაზე საკმაოდ დიდი ხანძარია. არსებული შეზღუდვების გამო ბაზარი დაკეტილი იყო და არ ფუნქციონირებდა, თუმცა მოვაჭრეები საქონელს ადგილზე ინახავდნენ.

„ეს ბაზრობა ახლა დაკეტილი იყო და არ ფუნქციონირებდა. იცით, რომ ბაზრობები არ გახსნილა. ახლა მთავარია ჩაქრეს ხანძარი. ძალიან დიდი ხანძარია, ალბათ ყველა ხედავთ. მთავარია ჩაქრეს და მერე უკვე დადგინდება მისი გამომწვევი მიზეზი. ფართობი ჯერ არ ვიცით, მეხანძრეები შიგნით არიან შესული. როდესაც ჩაქრება და გამოვლენ, ზუსტ ინფორმაციას მოგავწდით“, – განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.

მთავარი თემები