13:48 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
152 0 0

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი მოქალაქეებს მოუწოდებს, პიროტექნიკის გამოყენებისას უსაფრთხოების ელემენტარული წესები მაინც დაიცვან.

თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საახალწლო პერიოდში დამწვრობის ცენტრს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დაშავებულმა ათზე მეტმა პაციენტმა უკვე მიმართა, განუცხადა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ პირველ არხს.

ქაშიბაძის ინფორმაციით, პიროტექნიკით დაშავებულებს შორის არიან როგორც ბავშვები, ისე მოზრდილები. ძირითადად მათ მარჯვენა მტევანი აქვთ დაზიანებული. თუმცა რამდენიმე შემთხვევა იყო სახის დაზიანებით. ყველა მათგანს დახმარება ამბულატორიულად გაეწია და კლინიკაში არავინ მოუთავსებიათ.

„ჩემი რეკომენდაცია არის ძალიან მკაცრი, რადგან ეს არ არის უბედური შემთხვევა, ეს არის ტრავმა, რომლის თავიდან აცილება თავისუფლად შეიძლებოდა. თუ მაინც და მაინც გვინდა აფეთქება, უსაფრთხოების ელემენტარული წესები მაინც უნდა დავიცვათ. ძალიან ბევრ პეტარდას საერთოდ არ აწერია ინსტრუქცია, როგორ უნდა მოვიქცეთ, ან ისეთ ენაზე აწერია, რომლის წაკითხვაც რთულია“, - განაცხადა ქაშიბაძემ.

მან ურჩია ყველას, რაც შეიძლება ფრთხილად იყვნენ და ბავშვები არ მიაკარონ ასაფეთქებელს.

„ეს არ არის საახალწლო საჩუქარი და სათამაშო, ეს არის საკმაოდ სერიოზული დენთის შემცველი ასაფეთქებელი, რომლის არასწორად გამოყენებამ საკმაოდ სერიოზული ზიანი შეიძლება მოიტანოს. არცერთი დაკარგული თითი არ ღირს არაფრად“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

წინასაახალწლოდ ე.წ. ასაფეთქებლების თემა, როგორც წესი, ძალიან მტკივნეული ხდება. უკვე წლებია, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად უბედური შემთხვევების რიცხვი იზრდება.

პიროტექნიკის უმეტესობას აქვს ასაკის შეზღუდვა და მათი გამოყენება 18 წლამდე პირთათვის აკრძალულია. ხარისხიანი პიროტექნიკა უნდა აკმაყოფილებდეს ტრანსპორტირებისა და შენახვის გარკვეულ პირობებს.

მთავარი თემები