18:06 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
136 0 0

ინცინდენტის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. თბილისში სოფელ დიღმის სასაფლაოსთან ორმხრივ სროლას ჰქონდა ადგილი, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

სასაფლაოსთან ინცინდენტი ცოტა ხნის წინ მოხდა. მომხდარის შედეგად არიან დაშავებულები, ისინი საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.

დაპირისპირების მიზეზები და შემთხვევის სხვა დეტალებია უცნობია.

ტელეკომპანია „მთავარი არხს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დიღმის სასაფლაოსთან სროლის შედეგად დაჭრილია ორი მამაკაცი. დაპირისპირება კი რამდენიმე მამაკაცს შორის დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა. მათ ერთმანეთის მიმართულებით ავტომობილებიდან გაისროლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - „განზრახ მკვლელობის მცდელობისა“ და „იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების“ მუხლებით  მიმდინარეობს.

მთავარი თემები