თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებულ შსს-ს ოფიცერს პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბრალდებულმა შსს-ს ოფიცერმა ვანო ზანდარაშვილმა საკუთარი სამსახურებრივი-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან საავადმყოფოს დირექტორს, ზურაბ საჩიშვილს მანქანაში რამდენჯერმე ესროლა

თბილისი, 27 დეკემბერი - Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლომ თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის ზურაბ საჩიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს ვანო ზანდარაშვილს პატიმრობა შეუფარდა, იუწყება პირველი არხი.

მოსამართლე მარიკა ცერცვაძემ პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობის შესახებ დააკმაყოფილა.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 25 დეკემბერს, ღამის საათებში, თელავის რაიონის სოფელ იყალთოს ცენტრში, ზურაბ საჩიშვილსა და 37 წლის ვანო ზანდარაშვილს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა.

საპატრულო პოლიცია თელავში - Sputnik საქართველო
„დედა შემაგინა“ - რას შეეწირა თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი

ვანო ზანდარაშვილმა საკუთარი სამსახურებრივი-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან საჩიშვილს მანქანაში რამდენჯერმე ესროლა.

ჭრილობების შედეგად იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ასევე სროლის შედეგად, ერთი ტყვია ხელის არეში მოხვდა ავტომანქანაში ზურაბ საჩიშვილის გვერდით მჯდომ თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსს ლევან ბერძენაშვილს.

თვითმხილველი მიხეილ მიქელაშვილი აცხადებს, რომ 4-5 ჯერ გასროლის ხმა 12 საათზე გაიგო. მისი თქმით, მანქანაში ოთხი ადამიანი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. ინცინდენტის შემდეგ ზანდარაშვილმა თავად დარეკა პოლიციაში.

ზანდარაშვილი 26 დეკემბერს დააკავეს.

პროკურატურამ ზარდანაშვილს ბრალი სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარუდგინა, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 18 თებერვალს ჩაინიშნა.

ყველა ახალი ამბავი
0