05:35 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
198 0 0

თელავში წინასაახალწლო სუფრა დასრულდა ჩხუბით, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა. ეჭვმიტანილია კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე

თბილისი, 26 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ კახეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებული კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეა.

გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 26 დეკემბერს, თელავის რაიონის სოფელ იყალთოში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი ზურაბ საჩიშვილი მოკლა. მკვლელობის მოტივად კი შურისძიება სახელდება.

ასევე ურთიერთშელაპარაკებისას ხელის არეში დაიჭრა თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენაშვილიც.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

მთავარი თემები