01:29 17 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1243)
254 0 0

წინასაწარი ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილია თელავის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე. გარდა ამისა, დაჭრილია თელავის მერიის თანამშრომელი

თბილისი, 26 დეკემბერი - Sputnik. თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი ზურაბ საჩიშვილი მოკლეს, იუწყება პირველი არხი.

მას სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს.

პირველი არხის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულია თელავის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე ვ.ზ.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობა იყალთოში, ერთ-ერთ ოჯახში, სუფრაზე დაწყებულ ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა, რომელიც ქუჩაში გაგრძელდა. გასროლის შედეგად ხელის არეში დაიჭრა თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენაშვილიც, რომელსაც ჭრილობები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ადგილზე დაუმუშავა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.

მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1243)

მთავარი თემები