18:59 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (2030)
155 0 0

74 კუბური მეტრი დახერხილი წიწვოვანი ხის მასალით დატვირთული ავტომობილი ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს.

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. ქართველმა მებაჟეებმა რუსეთ–საქართველოს საზღვარზე მავნე ორგანიზმებით დაავადებული ხის მასალა არ გაატარეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, 74 კუბური მეტრი დახერხილი წიწვოვანი ხის მასალით დატვირთული ავტომობილი რუსეთიდან საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგის“ გავლით შემოდიოდა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა ტვირთის ნიმუშების ანალიზი ჩაატარეს. შედეგად – ხის მასალაში აღმოჩენილია საკარანტინო მავნე ორგანიზმი და მცენარეთა დაავადების გამომწვევი მისი გადამტანი მწერები.

საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, აღნიშნული ტვირთი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

 

თემები:
შემთხვევები საქართველოში (2030)

მთავარი თემები