22:13 22 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0064
  • 100 RUB4.4826
  • USD3.3010
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (2036)
100 0 0

პროკურატურის ვერსია მიუღებელია გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახისთვის. ისინი საქმის სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ.

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობდა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების მსვლელობისას საქმეზე გამოიკითხა 600-ზე მეტი პირი, ჩატარდა ათეულობით საექსპერტო კვლევა, დამუშავდა და გაანალიზდა ასეულობით საათის ვიდეოჩანაწერები, საკომუნიკაციო ოპერატორებისგან მიღებული ინფორმაცია ათასობით სატელეფონო აქტივობის შესახებ, აღდგენილი და შესწავლილ იქნა თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონსა და კომპიუტერში არსებული ყველა ინფორმაცია; ასევე Facebook-დან და Instagram-დან გამოთხოვილი იქნა ამ სოციალურ ქსელებში თამარ ბაჩალიაშვილის პირად ანგარიშებთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია.

„გადამოწმდა ოჯახის წევრებისა და ადვოკატების მიერ დასახელებული თუ საჯაროდ გავრცელებული ყველა ვერსია, თუმცა საქმეზე მოპოვებულმა მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ არც ერთი მათგანი არ შეესაბამება სინამდვილეს“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების განცხადებით, ამას გარდა წუთობრივი სიზუსტით იქნა რეკონსტრუირებული თამარ ბაჩალიაშვილის მიერ თვითმკვლელობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესი და მასთან დაკავშირებული გარემოებები.

პროკურატურის მტკიცებით, ბაჩალიაშვილი ხშირად ფიქრობდა თვითმკვლელობაზე, რასაც ადასტურებს ერთ-ერთი სოციალური ქსელის ჯგუფში დაწერილი შეტყობინება, Google-ის საძიებო სისტემაში სუიციდის სხვადასხვა მეთოდების  შესახებ ინფორმაციის მოძიება, YouTube არხზე ატვირთული პირადი ვიდეოები, მათ შორის - მის კუთვნილ მობილურ ტელეფონში არსებული ვიდეოჩანაწერები, სადაც იგი საკუთარ თავს ესაუბრება; ასევე მან თავად შეიძინა მოგვიანებით მის ორგანიზმში აღმოჩენილი სამედიცინო პრეპარატები და ა.შ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა.

„საექსპერტო კვლევით დადგინდა, რომ გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე მედიკამენტების შემადგენლობა, რომელთა ოდენობა ასეულობით აღემატებოდა დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას, თამარ ბაჩალიაშვილის მიერ წინა დღით აფთიაქებში შეძენილი პრეპარატების იდენტურია", – ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურის ვერსიით, ბაჩალიაშვილს ჰქონდა გრძნობები შპს „ზეგში“ თავისი უფროსის ნ.გ.-ს მიმართ და ის ვებ-გვერდ momavali.me-დან ნ.გ.-ს სხვადასხვა შინაარსის სასიყვარულო შეტყობინებებს უგზავნიდა. აღნიშნულ შეტყობინებებში თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ნ.გ.-სადმი მის სიყვარულზე, იმაზე, თუ როგორ იტანჯება და ფიქრობს თვითმკვლელობაზე.

უწყების ცნობით, ბაჩალიაშვილმა 17 ივლისს თავის უფროსს ვებ-გვერდი Momavali.me-ს მეშვეობით გაუგზავნა ორი ელექტრონული წერილი შინაარსით - „მართლა ძალიან მიყვარდი“ და „კმაყოფილი ხარ?“, რომლებიც ადრესატს 2021 წლის 17 ივლისს და 2022 წლის 21 ივლისს უნდა მიეღო.

„ამავე ვებ-გვერდის მეშვეობით თამარ ბაჩალიაშვილმა საკუთარ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნა წერილი საკუთარი თავისადმი შეკითხვით – „ცოცხალი ხარ?“, რომელიც უნდა მიეღო 2021 წლის 21 ივლისს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

თამარ ბაჩალიაშვილი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახი გოგონას დაღუპვას მის საქმიანობას უკავშირებს და ძირითადი ვერსიის – თვითმკვლელობის არ სჯერა. მათ მიაჩნიათ, რომ ეს მკვლელობა იყო.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (2036)

მთავარი თემები