კიბერდანაშაულის სქემა გახსნილია: დაკავებულია სამი პირი

© Pixabay / 3839153ხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს სასჯელის სახით 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში კიბერდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს – ბოროტმოქმედებმა მოქალაქეების საბანკო ანგარიშები გატეხეს და უკანონოდ მიითვისეს 72,5 ათასი ლარი, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა 24 და 29 წლის მამაკაცები დააკავეს, აღნიშნულ ფაქტზე ასევე მხილებულია ერთი არასრულწლოვანი – 17 წლის ახალგაზრდა. 

თბილისსა და ბათუმში კიბერდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს - ვიდეო - Sputnik საქართველო
თბილისსა და ბათუმში კიბერდანაშაულისთვის ოთხი პირი დააკავეს – ვიდეო

გამოძიებით დადგინდა, რომ სწორედ არასრულწლოვანმა ერთ-ერთი ბანკის ინტერნეტ-ბანკის მსგავსი – ე.წ. ფიშერული გვერდი შექმნა, ბმულის სახით გაავრცელა სოციალურ ქსელ Facebook-ის გვერდზე და ინტერნეტ-მომხმარებლებს გათამაშებაში მონაწილეობას სთავაზობდა. მოტყუებულ მოქალაქეებს ფიშერულ გვერდზე შესაბამის ველში შეჰყავდათ საკუთარი ინტერნეტ-ბანკის პირადი მონაცემები, რაც ბოროტმოქმედის გვერდზე აისახებოდა.

აღნიშნული მონაცემების დახმარებით ბრალდებული მოტყუებული მოქალაქეების ანგარიშებზე არსებულ თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა, რის შემდეგაც ფულს თანამზრახველების საბანკო ანგარიშებზე, ასევე ციფრული ვალუტის ანგარიშებზე რიცხავდა. ამასთან ერთად ბრალდებულებმა ე.წ. ელექტრონული საფულეები დაარეგისტრირეს, საიდანაც შემდეგ ფარულად დაუფლებული თანხები გაანაღდეს.

მთლიანობაში ბოროტმოქმედებმა რვა მოქალაქის თანხები მიითვისეს. ისინი ბრალს აღიარებენ.

გამოძიება ანგარებით ჩადენილ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტებზე სსკ-ის სამი მუხლით  დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0