06:00 21 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9977
  • 100 RUB4.4864
  • USD3.2982
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2471)
79 0 0

ადგილობრივ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში დაკავებული ქართველები ქუთაისისა და კასპის მუნიციპალიტეტების მკვიდრები არიან.

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. საბერძნეთში ძარცვის ბრალდებით ექვსი ქართველი დააკავეს, იუწყება „პირველი არხი“ ბერძნულ მასმედიაზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან 46 წლის ქალი და მისი 22 და 24 წლის შვილები.

დაკავებულებმა ატიკის სხვადასხვა რაიონში 24 საცხოვრებელი სახლი გაძარცვეს. ისინი ქურდობისას სახლების საკეტებს სპეციალური ინსტრუმენტებით აღებდნენ. ინფორმაციას, ძირითადად, ამ სახლებში მომუშავე პერსონალისგან იღებდნენ. პოლიციამ მათი სახლებისა და მანქანების ჩხრეკის შედეგად ფული, საბანკო ბარათები, ძვირადღირებული სამკაულები, ტექნიკა და სხვა ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.

სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილები 4 დეკემბერს დააკავეს, მათ შესახებ ინფორმაცია და ფოტოსურათები კი ადგილობრივმა პოლიციამ 12 დეკემბერს საბერძნეთის პოლიციის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. უწყების ცნობით, დანაშაულში კიდევ ორი სავარაუდო ეჭვმიტანილი ამ დროისთვის ძებნილია.

ექვსივე პირი ათენის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

თემები:
მსოფლიო დღეს (2471)

მთავარი თემები