23:57 24 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0294
  • 100 RUB4.4671
  • USD3.3169
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1262)
90 0 0

დაკავებულია პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ინსპექტორი შ. მ. და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი ლ. გ.

თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა № 8 პენიტენციური დაწესებულების ორი თანამშრომელი დააკავეს, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმე ეხება ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანამფლობელ გიორგი რურუაზე თავდასხმის ფაქტს.

2 ნოემბერს რურუას გლდანის ციხეში სხვა პატიმრები დაესხნენ თავს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. რურუა პატიმრებმა იმ დროს სცემეს, როდესაც ის ადვოკატთან პაემანზე იყო გამოყვანილი. ინციდენტი პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ იქნა აღკვეთილი.

როგორც გამოძიებით დადგინდა, აღნიშნულმა პირებმა სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულეს არაჯეროვნად, რასაც შედეგად მოჰყვა ამავე დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული გიორგი რურუას ჯგუფურად ცემა.

მომხდარზე გამოძიება სსკ 342-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობას, რაც  ჯარიმას ან შინაპატიმრობას  ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რურუა სასჯელს გლდანის მერვე დაწესებულებაში იხდის. საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრის ნიკა რურუას ძმა გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის ივლისში რურუა იარაღის უკანონო შენახვა-შეძენა-ტარებაში დამნაშავედ ცნო და მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 

ქართული ოპოზიციური პარტიები ნიკა რურუას პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და მის გათავისუფლებას მოითხოვენ.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1262)

მთავარი თემები