საქართველოში პირველ სამ კვარტალში 11 ათასზე მეტი ხანძარი დაფიქსირდა

© Government of Georgiaტყის ხანძარი
ტყის ხანძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძრების გაჩენის მხრივ ყველაზე საშიში ზაფხულის სეზონია – ჰაერის მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს ხანძრების გაჩენას.

თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში 1 იანვრიდან 30 სექტემბრამდე პერიოდში ხანძრის 11 196 შემთხვევა დაფიქსირდა, რამაც 45 ადამიანი იმსხვერპლა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

დიდი ხანძარი სოფელ ყულევის ტყეში - ვიდეო - Sputnik საქართველო
დიდი ხანძარი სოფელ ყულევის ტყეში – ვიდეო

მასალების თანახმად, აღნიშნულ პერიოდში მომხდარი ხანძრების დროს მთლიანად დაიწვა 354 შენობა. ხანძრის დროს დაშავდა 144 ადამიანი.

„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მეტი ხანძარი 2017 წელს დაფიქსირდა – 15.222, ყველაზე ნაკლები კი 2002 წელს – 4.159.

2020 წლის ყველაზე დიდი ხანძრები

დეკემბრის დასაწყისში თბილისში ერთ-ერთ ყველაზე დიდ „ლილოს ბაზრობაზე“ საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად 1000 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა. ზარალის ოდენობა 15 მლნ ლარამდეა.

ივნისში მთლიანად დაიწვა ვარკეთილის ბაზრობის ტერიტორია. ცეცხლი 4 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა. ზარალის ოდენობამ რამდენიმე მილიონი ლარი შეადგინა. 

ხანძარი - Sputnik საქართველო
სახლი, რომელშიც ცოცხლად დაიწვნენ ბავშვები: საზარელი ტრაგედიის დეტალები

მიმდინარე წელს ტყის ხანძრებიც დაფიქსირდა. ზაფხულში სვანეთის მთებში რამდენიმე ხანძარი გაჩნდა, გაზაფხულზე კი ხანძრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაფიქსირდა. ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენები იყო ჩართული.

ყველაზე ტრაგიკული იყო თებერვალში ბაღდათის რაიონში გაჩენილი ხანძარი, რომელიც ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. სახანძრო–სამაშველო სამსახურის პირველი ბრიგადა შემთხვევის ადგილზე დროულად გამოცხადდა, თუმცა ხანძრის ჩაქრობა დროულად ვერ მოხერხდა. ხანძარი 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა.

მეხანძრეებმა სახლში ხუთი ცხედარი, მათ შორის ოთხი არასრულწლოვანი და ერთი ქალი იპოვეს. მოგვიანებით კიდევ ერთი გარდაცვლილი ქალი იპოვეს.

ყველა ახალი ამბავი
0