საქართველოში კრიმინალი იკლებს: ახალი სტატისტიკა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – ათ თვეში ასეთი 14,9 ათასი ასეთი შემთხვევა დარეგისტრირდა.

თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით დაახლოებით 48,4 ათასი დანაშაული დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 9,98%–ით ნაკლებია, ნათქვამია შსს–ს ვებ–გვერდზე განთავსებულ მასალებში.

აქცია ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
სექსუალური ძალადობა ქალთა მიმართ: საქართველოში უნიკალური კვლევა ჩატარდა

დაფიქსირებული დანაშაულებიდან გახსნილია მესამედზე ოდნავ მეტი, დანარჩენების გამოძიება გრძელდება.

შსს–ს მასალების მიხედვით, საქართველოში თვეში საშუალოდ 5–5,5 ათასი დანაშაული ფიქსირდება. თუმცა საგანგებო მდგომარეობის დროს, როდესაც ქვეყნის მოსახლეობა კორონავირუსის პანდემიის გამო სახლიდან არ გადიოდა, დანაშაულის რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა.

დანაშაულის ყველაზე მცირე რაოდენობა შუა გაზაფხულზე მოდის, როდესაც ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა.

თვე   დანაშაულის რაოდენობა
ოქტომბერი     4 835
სექტემბერი5 450
აგვისტო6 031
ივლისი5 366
ივნისი5 691
მაისი5 258
აპრილი3 493
მარტი      4 224
თებერვალი5 692
იანვარი5 334

დანაშაული საქართველოში

საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – ათ თვეში ასეთი 14,9 ათასი ასეთი შემთხვევა დარეგისტრირდა. აქედან გახსნილია 21,9%.

მეორე ადგილზეა ოჯახური ძალადობა. საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა 4,5 ათასი ოჯახური ძალადობის შემთხვევა. აქედან გახსნილია 64,38%.

მესამე ადგილზე კი ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული აღმოჩნდა – 3,1 ათასი დანაშაული, საიდანაც გახსნილია 77,8%.

 დანაშაულის სახეობადანაშაულის რაოდენობა
ქურდობა14 866
ოჯახური ძალადობა4 562

ნარკოდანაშაული 

3 135
სატრანსპორტო დანაშაული2 695
მუქარა2 584


გარდა ამისა, შსს–ს მონაცემებით, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით ქვეყანაში დარეგისტრირდა 71 მკვლელობა, აქედან 24 – განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი, 325 – ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, 100 – გაუპატიურება, 10 – ადამიანებით ვაჭრობა, 32 – მექრთამეობა და 8 – ტერორიზმის შემთხვევა.

რამდენი დაისაჯა

საქართველოში 1 იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში სხვადასხვა სახის ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მიეცა 14 320 ადამიანი. აქედან 1 691 პირობით სასჯელს იხდიდა. აქედან 5 833 დაკავებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში თბილისში მისცეს.

წინასწარი პატიმრობით საქმე დასრულდა 5 548 ბრალდებულისთვის, დანარჩენები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ყველა ახალი ამბავი
0