12:23 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2862)
101 0 0

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ობიექტი ეკონომიკურ საქმიანობას უკანონოდ ეწეოდა, სადაც ღამის კლუბში მოქალაქეები 21:00 საათის შემდეგაც იმყოფებოდნენ.

თბილისი, 12 დეკემბერი - Sputnik. პოლიციამ თბილისში იზოლაციისა და კარანტინის წესის განმეორებით დარღვევის ფაქტი გამოავლინა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

უწყების ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა შენიღბულ ღამის კლუბს საქმიანობა შეუჩერეს. საუბარია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გალაკტიონის ხიდის ქვეშ მდებარე, ხმის ჩამწერი სტუდიის - შპს „ინ და ჰაუსის“ სახელით შენიღბულ ობიექტზე.

„დადგინდა, რომ აღნიშნული კომპანია, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის დადგენილების მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ნოემბრის თვეში 2-ჯერ 10.000 ლარით დააჯარიმა“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კომპანიამ ჯარიმის გადახდისგან თავის არიდების მიზნით, რამდენჯერმე შეიცვალა სახელი და ღამის კლუბმა მუშაობა კვლავ განაგრძო. უწყებაში აცხადებენ, რომ „ინ და ჰაუსი“ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ეწეოდა, სადაც ღამის კლუბითა და ბარით მოქალაქეები 21:00 საათის შემდეგაც სარგებლობდნენ.

გამოძიების ფარგლებში, აღნიშნულ ღამის კლუბში, სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩხრეკა ჩაატარეს და ობიექტი დალუქეს. ახალი გარემოებების გამოკვეთის მიზნით კი საქმეზე ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო, „ინდ და ჰაუსის“ მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით, რაც იზოლაციისა და კარანტინის წესის განმეორებით დარღვევას გულისხმობს.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასა და ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. დარღვევის გამეორება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

საქართველოში გაუარესებული ეპიდვითარების გამო მიმდინარე წლის 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები მოქმედებს.

28 ნოემბრიდან 21:00 საათიდან 05:00 საათამდე როგორც ქვეითების, ისე სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)

მთავარი თემები