სოფელ აკურაში გარდაცვლილი ქალი იპოვეს

© Sputnik / STRINGERსოფელ აკურაში გარდაცვლილი ქალი იპოვეს
სოფელ აკურაში გარდაცვლილი ქალი იპოვეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი მარტოხელა იყო. ამ ეტაპზე გარდაცვალების მიზეზი ჯერ არ დასახელებულა.

თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში 45 წლამდე ასაკის ქალი საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.

ქუთაისის კლინიკიდან გაპარული პაციენტი გარდაცვლილი იპოვეს >>>

სოფლის მცხოვრებლების ინფორმაციით, გარდაცვლილი მარტოხელა იყო. თავდაპირველად ცხედარი მეზობელმა იპოვა, რის შემდეგად პოლიციას შეატყობინა.

გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

ყველა ახალი ამბავი
0