09:24 26 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0147
  • 100 RUB4.3931
  • USD3.3043
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1246)
79 0 0

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მამაკაცებთან შედარებით ქალები უფრო ხშირად ხდებიან დანაშაულის მსხვერპლნი

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. საქართველოში 2020 წლის 10 თვეში დანაშაულის მსხვერპლი გახდა 12 866 ადამიანი, ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალებში.

„საქსტატის“ მონაცემებით, ყველაზე ხშირად დანაშაულის მსხვერპლი ხდებიან 25-დან 35 წლამდე ასაკის ადამიანები, ყველაზე იშვიათად - არასრულწლოვნები.

დანაშაული საქართველოში
© Sputnik / Konstantin Ivanov
დანაშაული საქართველოში

ამასთან, ბოროტმოქმედების მსხვერპლი უფრო ხშირად ხდებიან  ქალები, ვიდრე მამაკაცები. პირველი იანვრიდან 31 ოქტომბრამდე პერიოდში სხვადასხვა დანაშაულის შედეგად დაშავდა 7 106 ქალი და 5 670 მამაკაცი.

საქართველოში ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლთა დიდი უმრავლესობა - საქართველოს მოქალაქეები არიან. თითქმის 12,9 ათასი პირიდან, რომელიც კრიმინალის მსხვერპლი გახდა, უცხო ქვეყნის მოქალაქე მხოლოდ 568 ადამიანია.

დანაშაულის მსხვერპლის სტატუსს გამოძიების პროცესში პროკურატურა ანიჭებს. ისვე წარმოადგენს მის ინტერესებს სასამართლოში.

სულ 2020 წლის 10 თვეში 48 543 დანაშაულია რეგისტრირებული. ყველაზე გავრცელებულია ქურდობა, ოჯახში ძალადობა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1246)

მთავარი თემები