საქართველოში COVID-19-ს ებრძვიან: რეგულაციების დარღვევის ფაქტზე 1049 პირი დაჯარიმდა

© photo : Ministry of Internal Affairs of Georgia / FBსაპატრულო პოლიცია პირბადის ტარების წესს აკონტროლებს
საპატრულო პოლიცია პირბადის ტარების წესს აკონტროლებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

თბილისი, 6 დეკემბერი - Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1049 ფაქტი გამოვლინდა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

პოლიციამ 67 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე დაჯარიმებულია 982 ფიზიკური პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში,  გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

პატიმრობა ყალბი ვიზების გამო: ქართველი მომღერალი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს >>

24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსი  ბოლო დროს საქართველოში რამდენიმე ათას ადამიანს უდასტურდება.

შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი რეგულაციები მოქმედებს, რომელთა დარღვევა ჯერ ადმინისტრაციულ, გამეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

ყველა ახალი ამბავი
0