პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულს აღკვეთის ზომად პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Andrei Starostinმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ ვაშაყმაძემ გავრცელებულ ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა, ხოლო პოლიციელზე თავდასხმის შესახებ ბრალდებას არ ეთანხმება.

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრს ასლან ვაშაყმაძეს, რომელიც პოლიციელებზე თავდასხმაშია ბრლდებული, ფოთის საქალაქო სასამართლომ დღეს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სხდომა ონლაინ–რეჟიმში გაიმართა, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორეპონდენტი.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელმა, 36 წლის ვაშაყმაძემ რამდენიმე დღის წინ საკუთარ Facebook-გვერდზე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც აგრესიული და უცენზურო სიტყვებით მოქალაქეებს პოლიციელების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ მოუწოდებდა. კერძოდ, ვაშაყმაძე საზოგადოებას მოუწოდებდა ერთი პოლიციელის დაჭერას და სამაგალითოდ დასჯას. მოგვიანებით ოპოზიციური პარტიის წევრმა ვიდეო წაშალა და ახალი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც საზოგადოებას ბოდიშს უხდის.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
ოქრუაშვილის თანაპარტიელი პოლიციელებზე თავდასხმის გამო დააკავეს

ბრალდების ვერსიით, ამ საქმის გამოძიების ფარგლებში პოლიციის თანამშრომლები ვაშაყმაძეს ქალაქ ფოთში შეხვდნენ, რათა ის მოწმის სახით საგამოძიებო ორგანოში გამოეძახებინათ. ამ დროს ვაშაყმაძე პოლიციელებს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ვაშაყმაძე პოლიციამ 2 დეკემბერს დააკავა.

ბრალდებულის ადვოკატი გიორგი გოგინავა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გავრცელებულ ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა, ხოლო ბრალდების მხარის მიერ წაყენებულ პოლიციელზე თავდასხმის შესახებ ბრალდებას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ამ ბრალდების უსაფუძვლობის დადასტურებას მტკიცებულებების შეგროვებით შეძლებს.

დაცვის მხარე სასამართლოსგან აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს გამოყენებაზე შუამდგომლობდა და მზად იყო, გირაოს სახით უძრავი ქონება წარედგინა.

სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მას საქმის გამოძიების პერიოდში პატიმრობა შეუფარდა.

„დავჩეხოთ და თავი დავუჩეჩქოთ..." – ოპოზიციონერი სკანდალის ობიექტი გახდა>>

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლით და 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით გრძელდება, რაც ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებას და პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დაკავებულს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0