რა გახდა ბათუმში მიმდინარე აქციაზე ორი პირის დაკავების მიზეზი

© Sputnik / STRINGERსაპროტესტო აქცია ბათუმში
საპროტესტო აქცია ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციები 8 ნოემბრიდან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეთა ნაწილი ღამეს მთავრობის სახლთან კარვებში ათენებს.

თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე წვრილმანი ხულიგნობის მუხლით ორი პირი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

„ცალსახად პროვოკაციაზე მოდიოდნენ. ჩვენ ვთხოვეთ პოლიციას, რომ აღნიშნული პირები დაეკავებინათ და მოვუწოდეთ აქციის სხვა მონაწილეებს, რომ პროვოკაციას არ აჰყოლოდნენ", – განაცხადა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ მირდატ ქამადაძემ.

პოლიციამ სიტუაცია მალევე განმუხტა. ორივე მოქალაქე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს.

აქცია ბათუმში - Sputnik საქართველო
„ეს უპასუხისმგებლობაა“ – ამირან გამყრელიძე საპროტესტო აქციებზე აჭარაში

ბათუმში საპროტესტო აქციები უწყვეტ რეჟიმში 8 ნოემბრიდან ტარდება. აქციის მონაწილეების მოთხოვნებია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. 

უფრო ადრე ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ რეგიონში სოციალურ–ეკონომიკური საკითხების მოგვარებას თავად აპირებენ. კვირას საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლთან გადასატანი სავაჭრო კიოსკი მიიტანეს და შეკრებილებს დაჰპირდნენ, რომ არ დაემორჩილებიან კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებულ ახალ შეზღუდვებს და „დაუმორჩილებლობის უბანს" მოაწყობენ.

ყველა ახალი ამბავი
0