03:14 28 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (86)
37 0 0

საარჩევნო უბნების წარმომადგენლებისთვის „სირცხვილიას“ კორიდორის“ მოწყობისას დაკავებული არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ბათუმის საოლქო კომისიის შენობასთან 21 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციაზე ორგანიზაცია „ალტერნატივას“ დაკავებული ხუთივე წევრი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, იუწყება პირველი არხი.

ბათუმის N79 საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრებმა გუშინ საარჩევნო უბნების წარმომადგენლებს, რომლებსაც შემაჯამებელი ოქმები და ბიულეტენები ოლქში შეჰქონდათ, ე.წ. სირცხვილის დერეფანი მოაწყვეს.

ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ რამდენიმე დღის წინ მოსახლეობას არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდა და საარჩევნო უბნებთან „სირცხვილის დერეფნების“ მოწყობა დააანონსა. თუმცა მოგვიანებით პარტიამ დაანონსებული „სირცხვილის დერეფნები“ გააუქმა.

„ალტერნატივას“ წევრების განცხადებით, დერეფნების მოწყობა მათ დამოუკიდებლად გადაწყვიტეს. ისინი საათზე მეტი ხნის განმავლობაში სკანდირებდნენ „მონებო“, „გამყიდველებო“.

„ხუთი პირი ვიყავით დაკავებული, გვითხრეს, რომ ადმინისტრაციული წესით დაგვაკავეს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და შეურაცხყოფის გამო, თუმცა დაკავებიდან 2-3 საათში გაგვათავისუფლეს“, – განაცხადა ორგანიზაციის დამფუძნებელმა ხათუნა ბერიძემ.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, კონსტანტინე ანანიაშვილის განცხადებით, აქციის მონაწილეების დაკავება ადმინისტრაციული წესით განხორციელდა, რადგან აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ პოლიციის მოთხოვნებს, დაეცვათ სოციალური დისტანცია და ასევე არ შეეშალათ ხელი საარჩევნო მოხელეებისთვის.

საქართველოში 21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. ამომრჩეველმა 17 ოლქში საკუთარი არჩევანი იმ ორ კანდიდატს შორის გააკეთა, რომელთაც პირველ ტურში საუკეთესო შედეგები ჰქონდათ.

არჩევნები ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობდა, რომელიც არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს. ოპოზიციურმა პარტიებმა ოფიციალურად მოხსნეს თავისი კანდიდატები, მაგრამ ბიულეტენებში ისინი მაინც დარჩნენ - კანონმდებლობა ამ ეტაპზე უარის თქმას არ ითვალისწინებს.

წინასწარი მონაცემებით, 17-ვე ოლქში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. არჩევნების მეორე ტური დაბალი აქტივობის ფონზე გაიმართა.

თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (86)

მთავარი თემები