20:59 27 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9466
  • 100 RUB4.3828
  • USD3.3137
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1204)
118 0 0

ამ დროისათვის წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმდებარედ გადაკეტილია გზის სავალი ნაწილი და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. ჩვენი ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ცხრა მძევალი და ერთი შეიარაღებული პირია, განაცხადა თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ.

თბილისში წერეთლის გამზირზე შეიარაღებული პირი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ს შენობაში დაახლოებით ორი საათის წინ შეიჭრა.  

„ამ დროისათვის თავდამსხმელის შეიარაღებაზე დაზუსტებულ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. თუ რა მოთხოვნები აქვს თავდამსხმელს, ამაზე ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“, – განაცხადა სირაძემ.

საპატრულო პოლიციის უფროსმა მასმედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, შეწყვიტონ პირდაპირი ჩართვები, რადგან ეს ხელს უშლის საგამოძიებო მოქმედებებს და საფრთხის შემცველია.

წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმდებარედ გადაკეტილია გზის სავალი ნაწილი. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და სპეცდანიშნულების რაზმის წევრები.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა თავად მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-მ:

  • „გვინდა გავაკეთოთ განცხადება ამ მომენტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით: ჩვენი კომპანია სრულ კოორდინაციაშია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს. შექმნილ მდგომარეობაში თანამშრომლების ჯამრთელობა და უსაფრთხოება „ემბისის" უპირველესი ამოცანაა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ყაჩაღობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1204)

მთავარი თემები