14:37 30 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
გახმაურებული სასამართლო პროცესები (135)
10820

გარდაცვლილის მეუღლემ შეძლო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოზე იმის დამტკიცება, რომ მისი მეუღლე სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდა და სასამართლომ საქართველოს 40 ათასი ევროს გადახდა დააკისრა

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმის გამოძიება დასკვნით ეტაპზეა, ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

სერჟანტი როინ შავაძე 2008 წლის 16 აგვისტოს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. იმავე საღამოს ოჯახის წევრებმა შავაძის ცხედარი მორგში ნახეს. გარდაცვლილის ცხედარზე აღმოჩენილია ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული 20-მდე ჭრილობა და მრავლობითი მოტეხილობა. მაშინ შსს-მ განაცხადა, რომ შავაძე გაქცევის მცდელობის დროს მოკლეს.

„საქმეზე გამოძიება დასკვნით ეტაპზეა“, - ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

უწყების მონაცემებით, სისხლის სამართლის გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შავაძის მკვლელობის საეჭვო გარემოებანი.

საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარებულია ასობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის მოწმის სახით გამოკითხულია 120-მდე პირი, დაინიშნა და ჩატარდა – ბალისტიკური, ტრასოლოგიური, სამედიცინო, გენეტიკური და გრაფიკული ექსპერტიზები.

როინ შავაძის მკვლელობის საქმე აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 19 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა შავაძის მეუღლის, ციცინო შავაძის სარჩელი საქმეზე „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“.

ციცინო შავაძემ დაამტკიცა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რომ მისი მეუღლე სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდა და სასამართლომ საქართველოს 40 ათასი ევროს გადახდა დააკისრა, რადგან მიიჩნია, რომ ხელისუფლებამ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ ერთ-ერთი მთავარი მუხლი - „სიცოცხლის უფლება“ დაარღვია.

თემები:
გახმაურებული სასამართლო პროცესები (135)

მთავარი თემები