აფეთქება თბილისში – რა მოხდა ბესიკის ქუჩაზე

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო–სამაშველო სამსახური
სახანძრო–სამაშველო სამსახური - Sputnik საქართველო
გამოწერა
აფეთქების ადგილზე ხანძრის კვალი არ შეინიშნება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. თბილისში, ბესიკის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე აფეთქება მოხდა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

უწყების ინფორმაციით, მისამართზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მათი წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლის წინა ფასადის კედელი ჩამოიშალა.

ადგილზე არ ფიქსირდება ხანძრის გაჩენის კვალი. ამ დროისათვის მიმდინარეობს შენობის დათვალიერება.

არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და ყველა შესაბამისი სამსახური.

ყველა ახალი ამბავი
0