ხანძარი ნავთობტერმინალში – დაშავებულია მეხანძრე-მაშველი

© photo: Emergency Management Service / FBხანძარი ბათუმის ნავთობტერმინალთან
ხანძარი ბათუმის ნავთობტერმინალთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემთხვევის ადგილზე შსს-ს საგანგებო სიტუაციათა სამსახურის მეხანძრე-მაშველთა 15 ბრიგადა იყო მობილიზებული.

თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. ბათუმის ნავთობტერმინალში დიზელის საწვავით დატვირთულ ვაგონს ხანძარი გაუჩნდა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

შემთხვევა დღეს, დილით მოხდა. ცეცხლი ტერმინალში ჩამოსაცლელად შესულ დიზელის საწვავით დატვირთულ ვაგონს გაუჩნდა. ხანძრის ქრობის დროს ტერმინალის მეხანძრე-მაშველი დაშავდა. ტერმინალის ინფორმაციით, მან თვალის ქიმიური დაზიანება მიიღო. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.

© photo: Emergency Management Service / FBხანძარი ბათუმის ნავთობტერმინალთან
ხანძარი ნავთობტერმინალში – დაშავებულია მეხანძრე-მაშველი - Sputnik საქართველო
ხანძარი ბათუმის ნავთობტერმინალთან

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 15 ბრიგადა იყო მობილიზებული. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მილის დაზიანება გახდა.

ბათუმის ნავთობტერმინალის ინფორმაციით, იქმნება შესაბამისი კომისია, რომელიც ტერმინალის ტერიტორიაზე დღეს მომხდარი ხანძრის ზუსტ მიზეზებს დაადგენს.

© photo: Emergency Management Service / FBხანძარი ბათუმის ნავთობტერმინალთან
ხანძარი ნავთობტერმინალში – დაშავებულია მეხანძრე-მაშველი - Sputnik საქართველო
ხანძარი ბათუმის ნავთობტერმინალთან

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ითვალისწინებს ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0