18:58 30 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1209)
92 0 0

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით,  სავარაუდო ეჭვმიტანილიც სოფელ ხალას მკვიდრია და ის გარდაცვლილის ახლო მეზობელი იყო. 

თბილისი, 15 ნოემბერი - Sputnik. ქობულეთში გუშინ მოკლული მამაკაცი 31 წლის დავით შარაშიძეა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

შემთხვევა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში გუშინ მოხდა.  დავით შარაშიძე მეზობლის სახლში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

მეზობლების ინფორმაციით,  ახალგაზრდა მამაკაცს, სავარაუდოდ, ჯერ ფეხის არეში ესროლეს, შემდეგ კი სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში მიაყენეს.

გავრცელებული ინფორმაციით,  სავარაუდო ეჭვმიტანილიც სოფელ ხალას მკვიდრია და ის გარდაცვლილის ახლო მეზობელი იყო. 

ახლობლებს მკვლელობის ვერსიებზე საუბარი უჭირთ. მათთვის უცნობია, რა დაპირისპირება უძღოდა მკვლელობას წინ.

ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მალევე მიიმალა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ითვალისწინებს 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას.

 

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1209)

მთავარი თემები