01:44 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1970)
81 0 0

სააგენტოს ცნობით, დაშავებული რეინჯერი სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა  მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თბილისი, 15 ნოემბერი - Sputnik. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნეძვის აღკვეთილის რეინჯერი თეიმურაზ ლომიძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა, ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, რეინჯერი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მძიმედ დაშავდა, ის სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადამ  საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, თეიმურაზ ლომიძე  საკუთარი საქმის მცოდნე, ბრაკონიერებთან შეუპოვარი ბრძოლით და თავდადებული შრომით გამორჩეული თანამშრომელი იყო.  ის 2006 წლიდან მუშაობდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში.

 

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1970)

მთავარი თემები